რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

"დღევანდელ ვითარებაში ამას აზრი არ აქვს". - აღნიშნა მან.

ამასთან ერთად, სერგეი ლავროვი იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.

"იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი, როგორი უძლური ბოროტებით თუ სურვილით, მაქსიმალურად გაამწვავოს სიტუაცია, უკრაინას ტენის ამ შორსმსროლელი იარაღებით, HIMARS-ებით, უკვე რეზნიკოვი ტრაბახობს, რომ 300 კმ.-იანი საბრძოლო მასალები მიიღეს, ნიშნავს, რომ გეოგრაფიული დავალებები გადაიწევს ამჟამინდელი ხაზიდან კიდევ უფრო შორს". – თქვა ლავროვმა რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები