უკრაინა

უკრაინის რადამ ვენედიქტოვა და ბაკანოვი გაათავისუფლა

მარინა ვენედიქტოვა და ივან ბაკანოვი

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის, ივან ბაკანოვისა და გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლებას. 

ამას გარდა, 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაათავისუფლა ივან ბაკანოვის მოადგილე.

აქამდე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრიი სმირნოვმა განმარტა, ვენედიქტოვა და ბაკანოვი თანამდებობიდან დროებით იყვნენ მოხსნილი და მიმდინარეობდა ვითარების შესწავლა.

17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოვალეობიდან მოხსნა გენერალური პროკურორი, ნატალია ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. მან ძალოვან სტრუქტურებში ღალატის პრობლემებზე ისაუბრა და ახსენა, რომ მსგავსი მასობრივი შემთხვევები აჩენს კითხვის ნიშნებს ორგანოების ხელმძღვანელებზე.

"აღიძრა პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 საქმე. 198 საქმეში შესაბამის პირებზე მიტანილია ეჭვი. კერძოდ, ორგანოებისა და СБУ-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვან სტრუქტურებსა და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები პასუხისმგებელ უფროსებთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. ყოველი ასეთი კითხვა შესაფერის პასუხს მიიღებს. 

დღეს მივიღე გადაწყვეტილება მოვალეობიდან გენერალური პროკურორის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებაზე". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები