რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი გათავისუფლებებზე: თანამშრომლების ღალატი ორგანოების უფროსებზე კითხვებს აჩენს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა კომენტარი გენერალური პროკურორის მოვალეობიდან  ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსის, ივან ბაკანოვის გადაყენებაზე. 

ზელენსკიმ ისაუბრა ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების ღალატების რიგ შემთხვევებსა და რუსეთის ფედერაციასთან კავშირებზე. 

"აღიძრა პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 საქმე. 198 საქმეში შესაბამის პირებზე მიტანილია ეჭვი. კერძოდ, ორგანოებისა და СБУ-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვან სტრუქტურებსა და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები პასუხისმგებელ უფროსებთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. ყოველი ასეთი კითხვა შესაფერის პასუხს მიიღებს. 

დღეს მივიღე გადაწყვეტილება მოვალეობიდან გენერალური პროკურორის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებაზე". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

აქამდე, 17 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა რამდენიმე განკარგულება, რომელთა მიხედვითაც მოვალეობიდან გათავისუფლდნენ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

კომენტარები