უკრაინა

ზელენსკის ოფისის წარმომადგენლი: ვენედიქტოვა და ბაკანოვი მოვალეობიდან დროებით მოხსნეს

მარინა ვენედიქტოვა და ივან ბაკანოვი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრიი სმირნოვის თქმით, გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობიდან არ გაუთავისუფლებია, არამედ დროებით მოხსნეს მოვალეობის შესრულებიდან. 

"ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ არ მიდის. საუბარია იმაზე, რომ გენერალური პროკურორი მოხსნილია ვალდებულებიდან, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი დროებით მოხსნილია მოვალეობის შესრულებიდან". – თქვა სმირნოვმა.

სმირნოვის თქმით, ჩატარდება შემოწმება, რომლის შედეგების შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში წარადგენს წინადადებას ვენედიქტოვასა და ბაკანოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სმირნოვი ამბობს, რომ ისინი მოვალეობის შესრულებისგან იმიტომ მოხსნეს, რომ გამოძიებაზე მათ გავლენა არ ჰქონდეთ.

გასულ დღეს, 17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოვალეობიდან მოხსნა გენერალური პროკურორი, ნატალია ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. მან ძალოვან სტრუქტურებში ღალატის პრობლემებზე ისაუბრა და ახსენა, რომ მსგავსი მასობრივი შემთხვევები აჩენს კითხვის ნიშნებს ორგანოების ხელმძღვანელებზე.

"აღიძრა პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 საქმე. 198 საქმეში შესაბამის პირებზე მიტანილია ეჭვი. კერძოდ, ორგანოებისა და СБУ-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვან სტრუქტურებსა და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები პასუხისმგებელ უფროსებთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. ყოველი ასეთი კითხვა შესაფერის პასუხს მიიღებს. 

დღეს მივიღე გადაწყვეტილება მოვალეობიდან გენერალური პროკურორის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებაზე". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

კომენტარები