ევროკავშირი

ევროპული საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მისაღებად მოლაპარაკებებს დათანხმდა

Reuters

ევროპული საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მისაღებად მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა Twitter-ზე ავრცელებს.

"დასავლეთ ბალკანეთის დასაახლოებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობის დიდი წარმატებაა". - წერს ფიალა.

დღეს, 19 ივლისს პეტრ ფიალა ბრიუსელში შეხვდება ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს, ედი რამას და დიმიტარ კოვაჩევსკის.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი შეიტანა 2009 წელს და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2014-ში. ორივე ქვეყანა ნატოს წევრია.

კომენტარები