საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ

ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე - მთის დღეები. 

მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება ბევრი დამსვენებელი ჩამოვიდეს, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭირო არის მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ის მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთს ესტუმრა და ომალოში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. 

კომენტარები