აშშ-საუდის არაბეთი

მედია: აშშ-მ საუდის არაბეთთან ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე შეთანხმება შეძლო

ჯო ბაიდენი ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში, დახვედრის ცერემონიაზე, 2022 წლის 13 ივლისი.
The Times of Israel

The Times of Israel-ის დიპლომატიური წყაროს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ წარმატებით მოხდა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის, რის შედეგადაც რიადი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

ისრაელის მედიის ცნობით, ნორმალიზაციის ზომები მოიცავს საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნას და იერუსალიმისთვის შორეულ აღმოსავლეთში ფრენების დაშვებას, ასევე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მუსლიმი მომლოცველებისთვის პირდაპირი რეისების დაწყებას.

აშშ ცდილობდა, დაესრულებინა წითელ ზღვაში მდებარე ტირანისა და სანაფირის კუნძულების ეგვიპტისგან საუდისთვის გადაცემის პროცესი, მაშინ, როცა ბაიდენი ჯიდაში ვიზიტს გეგმავს და მონაწილეობას მიიღებს GCC+3-ის სამიტსა და საუდის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ შეხვდერებში.

ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა, იმ შეთანხმებით, რომ ისინი დემილიტარიზებული იქნებოდა და დარჩებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები. ისრაელს ასეთივე გარანტია სურდა საუდის არაბეთისგანაც, რათა შეთანხმება საბოლოოდ შემდგარიყო, მაგრამ რიადში თავს იკავებდნენ. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით.

შეთანხმება სამართლებრივად კომპლექსურია, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, შუამავლების დახმარებით მუშაობენ. როგორც The Times of Israel-თან ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რიადი თავს იკავებდა შეთანხმების დეტალების გაწერისგანაც, რაც ისრაელის უკმაყოფილებას იწვევდა.

დიპლომატის თქმით, დამკვირვებელი ძალები კუნძულიდან სხვა ლოკაციაზე გადავლენ, თუმცა საუდის არაბეთი ისრაელისთვის ზემოხსენებული კუნძულების გარშემო თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე  მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები