იტალია

იტალიის პრეზიდენტმა არ მიიღო დრაგის განცხადება პრემიერობიდან გადადგომაზე

სერგიო მატარელა და მარიო დრაგი

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ უარით უპასუხა პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის განცხადებას, დაეტოვებინა პოსტი. 

სერჯო მატარელა დრაგის მოუწოდებს, რომ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდეს და ნათელი მოჰფინოს ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას. 

დრაგიმ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უნდობლობის გამოცხადების ხმის მიცემის დროს მას მხარი არ დაუჭირა და ხმის მიცემისგან თავი შეიკავა კოლაიციურმა პოპულისტურმა პარტია ხუთმა ვარსკვლავმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი იტალიის კოალიციურ მთავრობას 2021 წლის თებერვლიდან უძღვებოდა.

თუმცა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ დრაგიმ თანამდებობა დატოვოს, რასაც შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.

კომენტარები