საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 35.2%-ით გაიზარდა, იმპორტი – 35.3%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8 467.6 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 548.7 მლნ დოლარია (+35.1%), ხოლო იმპორტი - 5 918.9 მლნ დოლარი (+35.3%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ივლისს გამოქვეყნდება.

კომენტარები