ივანიშვილის დეპუტატები

პაპუაშვილი: სასაცილოა, რომ სოზარ სუბარს ანტიდასავლურობა დააბრალო

ეს სამი ადამიანი გავიდა ქართული ოცნებიდან. რატომაც დატოვეს პარტია, სწორედ ამას აკეთებენ. უნდათ, რომ მეტი განცხადებები თუ შეფასებები გაააკეთონ. არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, რა თქმა უნდა, არ არის. სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის წარმომადგენელს თუ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. საუბარი, თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანიაა, სასაცილო და არასერიოზულია.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. მათი მტკიცებით, მიზეზი საზოგადოებისთვის "მეტი სიმართლის მიწოდებაა" და ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

კომენტარები