ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

გერმანიაში ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირება მოხდა

reuters

გერმანია NATO-ს მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრების რატიფიცირება მოხდა.

Deutsche Welle-ს თანახმად, გერმანიას სურდა, გამხდარიყო პირველი ქვეყანა, რომელიც რატიფიცირებას მოახდენდა, თუმცა კანადამ, ესტონეთმა, დანიამ და ნორვეგიამ პროცედურები უფრო სწრაფად წარმართეს.

ამისდა მიუხედავად, გერმანელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ჩქარი რატიფიცირება ქვეყნის მხრიდან ძლიერი სიგნალის ნიშანია.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ, მოკავშირეებმა ქვეყნების NATO-ში მიღების გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ერით, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერი ვიქნებით". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

პროტოკოლზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს ალიანსის შეხვედრებში მონაწილეობის უფლება და NATO-ს დაზვერვაზე წვდომა ექნებათ, თუმცა, ისინი მე-5 მუხლით დაცულები არ იქნებიან - სრულად გაწევრიანებას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება. 

კომენტარები