საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი არახამიაზე: ის, ვინც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას, ებრძვის ქართველ ხალხს

ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა, მცდელობა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ჩვენი, მოქმედი ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანში ამოღება ქართველი ხალხის მიზანში ამოღებას ნიშნავს. ის, ვინც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას, ის ებრძვის ქართველ ხალხს. ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, რომ ამის მცდელობა, რომ ეს გაიმიჯნოს, არის ტიპური რუსული პროპაგანდა. ის, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, იმავე მეთოდს იყენებს უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა TV იმედის ეთერში. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, რითიც ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.

კომენტარები