თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე. ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის? საგარეო მიმართულებით ის არის ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ. ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს, ნუ უსმენთ არახამიასა და მსგავს ტიპებს.
tbl.ge/62ir
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, რითიც ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




