რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

UNIAN: პროკოპენკო და პალამარი რუსეთში, "ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტზე" გადაიყვანეს

პალამარი და პროკოპენკო

აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ "სპეცდანიშნულების ობიექტში" გადაიყვანეს. ინფორმაციას UNIAN-ი FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"ტყვედ ჩავარდნილი მარიუპოლის გარნიზონის მეთაურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
rosZMI-ს ცნობით, საუბარია დენის პროკოპენკოსა და მის მოადგილე სვიატოსლავ პალამარზე.აღნიშნულია, რომ უკრაინელები გადაიყვანეს "ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტში".- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, "ნაცისტი კრიმინალები" არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

"სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 ადამიანიდან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის, 43 აზოვის პოლკის სამხედრო პირია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები