რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუდენკო აზოვსტალიდან აყვანილი ტყვეების გაცვლაზე: სავარაუდოდ, განიხილება

ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა, რუდენკომ უპასუხა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, სავარაუდოდ, სადღაც განიხილება.

"ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სადღაც განიხილება. მე ყველანაირ შესაძლებლობას ვუშვებ, რომელიც საღ აზრს არ ეწინააღმდეგება". - უპასუხა რუდენკომ.

კომენტარები