მედიაზე ძალადობა

პუტინისტური ალტ-ინფოს წევრები ქარელში TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

TV მონიტორინგი

5 ივლისიდან ერთი წლის თავზეც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა გრძელდება. ამჯერად ქარელში, TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს ალტ-ინფოს პარტიის წარმომადგენლები დაესხნენ თავს. ინფორმაციას ტელეკომპანია თავადა ავრცელებს. 

გადამღები ჯგუფის ინფრომაციით,  ორკებმა ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული. 

"თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც".- ამბობს ჟურნალისტი. 

"ევროპის მომხრეები ხართ?" კიდა ყველას დედას შევ*ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ*ეცით, ვინც ტრაკის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას" - უთხრეს ორკებმა მედიის წევრებს. 

TV მონიტორინგმა შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება მოითხოვა. ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 

კომენტარები