რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მფარველი ანგელოზი უნდა მყავდეს" – უკრაინელმა მასწავლებელმა მხედველობა აღიდგინა

უკრაინელი ქალმა, რომლის დასისხლიანებული სახე რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ იქცა, ოპერაციის შედეგად მხედველობა დაიბრუნა და ახლა პოლონეთში მოსწავლეებს ხელოვნებას ასწავლის

რუსების მხრიდან ხარკოვის გარეუბნის აფეთქებისას წნევის ტალღამ ფანჯარა ჩაამსხვრია და ასობით შუშის ნამსხვრევები ოლენა კურილოს თვალსა და სხეულზე დარჩა. როდესაც სამედიცინო დახმარების მისაღებად მან შენობა დატოვა, ცნობილი ფოტო ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ვოლფანგ შვანმა გადაიღო.

შემთხვევის შემდეგ, ოლენამ ქალაქგარეთ, ტყეში სარდაფს შეაფარა თავი, სადაც 12 დღე დაყო. "ვგრძნობდი აფეთქების ტალღებს. წასვლას ვერ ვბედავდი". - ამბობს იგი. საბოლოოდ, სატვირთო მანქანის დახმარებით ხარკოვის ცენტრამდე მიაღწია, საიდანაც პოლონეთში მატარებლით გაემგზავრა. უკრაინაში დატოვა ქმარი, რათა პარალიზებული დედისთვის ყურადღება მიექცია. 

პოლონეთში ქირურგებმა მისი დაზიანებული თვალი სილიკონის ზეთის ინიექციით ნაწილობრივ აღადგინეს. ახლა ის უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. 

"ისინი ან ომს ხატავენ ან იმას, თუ როგორი იყო ომამდე მათი ცხოვრება: სახლს, დედას, მამას. გოგონები ძირითად დედის სახეს ხატავენ, ბიჭები კი ტანკებს". - ამბობს ხელოვნების მასწავლებელი.

კურილოს თქმის, ის და მისი მოსწავლეები პოსტტრავმულ სტრესს ებრძვიან. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ოლენას ფოტო ომის პირველივე დღესაა გადაღებული.

კომენტარები