რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონი ჩამოაგდეს

UNIAN

დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას Telegram-ზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

"ჩვენმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე მტრის დრონი ჩამოაგდეს. ეს მეათე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც ჩვენი რეგიონის ცაზე გავანადგურეთ". - წერია განცხადებაში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები