რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

რუსების მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით,  უკრაინულმა ძალებმა ოკუპანების სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს და გაანადგურეს. 

მისი ცნობით, უკრიანელებმა 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს და ქალაქში არსებული 4 რუსული სამხედრო ბაზიდან 1 სრულად გაანადგურეს. 

გარდა ამისა, ფედოროვმა თქვა, რომ წინა დღეს წინააღმდეგობის ძალებმა მოახერხეს რუსული ჯავშანტექნიკით დატვირთული მატარებლის რელსებიდან გადაყვანა.

"ახლა დამპყრობლები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რომ მოხდა მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვა, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ურბანული ინფრასტრუქტურა. ასე არ მოხდა! უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა მელიტოპოლს დაუბრუნდეს".- თქვა მან. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები