თავისუფლების ინსტიტუტი

ხვადაგიანი: ივანიშვილისთვის ძალაუფლების წართმევის გარდა, ყველა ინიციატივა არაქმედითია

ნებისმიერი ორგანიზაციის თუ ჯგუფის შესაფასებლად აუცილებელია, იცოდე, როგორ ნაწილდება იქ ძალაუფლება, ვისზე ნაწილდება, ვის აქვს ყველაზე მეტი, ვისთან იყოფს, ან საერთოდ თუ იყოფს.

ქართული ოცნების პრობლემა ის კი არ არის, რომ ერთი ჭკვიანი კაცი ვერ ნახეს, ვინც ან ევროკავშირის რეკომენდაციებისთვის რეფორმების პაკეტს შეიმუშავებდა ან რჩევას მისცემდა, დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ უნდა მუშაობდნენ, არამედ ის, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის, ოლიგარქის ხელში.

არც ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტს, არც კობახიძე, არც ზურაბიშვილი. არავინ არ წყვეტს და არავის ჭკუაზე არ დადის ეს ქვეყანა, ივანიშვილის გარდა.

დეოლიგარქიზაცია იმიტომ ჩაგვიწერეს, დასავლეთშიც ხვდებიან, რომ პრობლემა ძალაუფლების კონცენტრირებაშია. თან ფორმალური თანამდებობის არმქონე პირის ხელში.

არცერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად არ ისახავს ივანიშვილისთვის ძალაუფლების წართმევას, არ არის ქმედითი ინიციატივა.

რამდენ ტექნოკრატსაც არ უნდა მისცეს ბიძინამ მინისტრის პორტფელი, თუ ბიძინა აძლევს და ართმევს, თუ ბიძინა წყვეტს ისევ, მაშინ სულერთია ხელაშვილი იქნება, ღარიბაშვილი თუ ხვადაგიანი.

მაგ რეფორმების ჩამონათვალის 6 თვეში შესრულება არაფრით გამოვა და ასე სამი თვის მერე, ბიძინა იტყვის, უიჰ, ვერ აკეთებენ კაი რეფორმებს, არაფერი გამოსდითო და გაუშვებს, მაგალითად. და თან ყველა დავეთანხმებით. ვერ გაკეთდება, იქ რაც წერია 6 თვეში.

ერთადერთი, რასაც ეგ ჩამონათვალი ნიშნავს, ის არის, რომ ამ მთავრობას არ აქვს რესურსი, ევროკავშირში გაწევრების გზაზე წაგვიყვანოს.

აქედან დასკვნა ის კი არ არის, რომ მოდი, ბიძინას კაი-კაი ხალხს შევთავაზებთ მინისტრებად, არამედ ის, რომ შეიცვალოს სისტემა, სადაც ოლიგარქი წყვეტს, მინისტრი ვინ იქნება. საჭიროა დეოლიგარქიზაცია.

ყველაფერი სხვა დეპრესიაში მყოფის ტანტრუმი და ილუზიაა.

წერს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.

კომენტარები