Tbilisi Pride

TBILISI PRIDE: უმნიშვნელოვანესია, შსს-ს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს

TBILISI PRIDE

TBILISI PRIDE-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ უწყება ყველა შესაბამის ზომას მიიღებს, რათა Tbilisi Pride უსაფრთხოდ ჩატარებდეს, ეხმაურებებიან და ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

თბილისი პრაიდის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ შსს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

კომენტარები