უბედური შემთხვევა მარნეულში

ექიმებმა მარნეულში აივნის ნგრევისას დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

"შემოიყვანეს 26 წლის, 38 კვირის ორსული ქალბატონი. შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, ექოსკოპიაზე დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შევიყვანეთ საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა", - ამბობს ექიმი ლელა სულაქველიძე. 


მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ქალი. არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ორსულად იყო, გარდაიცვალა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები