საქართველო ევროკავშირის გზას უდავოდ ადგას. დიახ, არსებობს პირობები. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რაც ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს, ასევე, არის აღიარებისა და მტკიცე მხარდაჭერის ნიშანი. ახლა საქართველოს გზა ევროპისკენ სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით, რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს. მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ - ქართველ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გამოყენებაში მხარი დავუჭიროთ, რათა ევროპული მომავალი ააშენოს.
საქართველო-ევროკავშირი
ბორელი: საქართველოს ევროპისკენ გზა განსაზღვრულია, იცით, რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს
tbl.ge/620a
დაკოპირდა

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გუშინ, 23 ივნისს ევროკავშირმა 17 ივნისს მიღებული ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა: უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიანიჭა.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი




