ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხის გულებში ნაპერწკალი ცეცხლად გადაიქცა, არის მსგავსი პროპაგანდისტული ხრიკები, ტყუილები, ცინიზმი და ხალხის დაცინვა. ხალხმა, მათ შორი ქართული ოცნები ყოფილმა მხარდამჭერებმა პასუხი გასცეს მათ პროპაგანდას. ისინი ძალიან უტიფრად ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინონ ქველმოქმედად, მეცენატად და ოლიგარქებს ეძებენ ოპოზიციის წიაღში. მაშინ როდესაც თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუცია დავიწყებას მიეცა? ევროპარლამენტარებმა შავით თეთრზე დაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, სახელის და გვარის მოხსენიებით, არის მხილებული, ეჭვმიტანილი კრემლთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებში. ასე ჩაწერეს, ეს დოკუმენტი არსებობს და რომც არ იყოს ეს დოკუმენტი, მე აღარ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც ამ პროპაგანდას წამოეგება.
დეოლიგარქიზაცია
მელია: ოცნება ცდილობს ივანიშვილი წარმოაჩინოს ქველმოქმედად და ოლიგარქებს ეძებს ოპოზიციაში
tbl.ge/61v4
დაკოპირდა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეხმიანება, რომელმაც დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ "უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან ლელოში ხაზარაძე-ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში - სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის"
ამავე თემაზე
- დარჩიაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
- რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა – 7 პრიორიტეტული მიმართულება
- პაპუაშვილმა 12 პუნქტის შესასრულებლად განხილული პროექტები ვენეციის კომისიას გაუგზავნა
- "ფორმალური წარდგენა" - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროქტი პარლამენტმა ჩააგდო
- კობახიძე: ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას კვირის ბოლომდე გავუგზავნით