ჰონგ კონგი

ჰონგ კონგში ცნობილი მცურავი რესტორანი Jumbo ჩაიძირა

Reuters

ჰონგ კონგში ცნობილი რესტორანი Jumbo ჩაიძირა. წყალზე მცურავი საკულტო რესტორანი, იმ ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ ჩაიძირა, სადაც თითქმის 50 წელი გაატარა.

რესტორნის მფლობელი კომპანიის განცხადებით, ჰონგ კონგის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო ტერიტორიის შეცვლის მიზნით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოძრაობდა, შემდეგ კი კონსტრუქცია გადაყირავდა და ჩაიძირა.

შემთხვევის შედეგად, მცურავ რესტორანში მყოფი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე წყლის სიღრმე 1000 მეტრს აღემატება, რაც სამაშველო ოპერაციებს შეუძლებელს ხდიდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორანი 2020 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებდა.

კომენტარები