საქართველო-NATO

კანდელაკი ღარიბაშვილზე: ბეჭდის დასმაა, რომ ოცნებას NATO-ში გაწევრიანებაზე ხელი აქვს აღებული

ის, რომ დეოკუპაცია არ არის NATO-ში გაწევრიანების წინაპირობა, არის NATO-ს პრინციპული პოზიცია. ეს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი ამ გენერალურ მდივანსაც – სტოლტენბერგს, წინა გენერალურ მდივნებსაც, რადგან თქმა იმისა, რომ დეოკუპაცია არის აუცილებელი გასაწევრიანებლად, არის ოკუპაციის წახალისება.

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არა უბრალოდ ოკუპაციის წახალისებაა, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ ქართულ ოცნების მთავრობას NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხზე თავად აქვს ხელი აღებული. NATO-ში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ "ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი".

კომენტარები