საქართველო-NATO

ღარიბაშვილი: ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი

ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებული, კონსენსუსი უნდა შედგეს ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს NATO-ს წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.

[...] ჩვენი მთავრობის პოლიტიკა შემდეგია – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძველზე. [ვლადიმირ პუტინთან] კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

კომენტარები