ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკომისია: ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა

ევროკომიისის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 12.5 ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt ავრცელებს.

"რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა, აპრილის 6.7 მილიარდი ევროდან, 12.5 მილიარდ ევრომდე". - თქვა წარმომადგენელმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სანქცირებულ ქონებას შორის შედის, იახტები, ვერტმფრენები, ხელოვნების ნიმუშები და უძრავი ქონება.

ევროკომიისიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე 1100-ზე მეტი ადამიანისა და ინსტიტუტის ქონებაა გაყინული, ამავდროულად დაბლოოკილია რუსეთის ცენტრალური ბანკის 196 მილიარდი ევროს რეზერვები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები.

კომენტარები