უკრაინა-ევროკავშირი

ბერბოკი: მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მოლდოვას ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშნვნელოვან გზაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას და მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვას ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე. ამის შესახებ ბერბოკმა ბრიუსელში, ევოკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მომენტია. ეს არის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა გველოდება მომდევნო წლებში, თუ არასწორ მიმართულებას ავირჩევთ. დიახ, ეს არის რთული გზა, რადგან ჩვენ ახლა ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით, მაგრამ ევროპა ყოველთვის იზრდებოდა რთულ სიტუაციაში და ახლა საჭიროა ლიდერობა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, მოლდოვასთან ერთად". - თქვა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია ამავდროულად მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციას.

"ასევე, მტკიცედ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთს. მოვიდა დრო, რომ მათ მიიღონ მკაფიო სიგნაი და დაიწყოს მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან [ევროკავშირში] გაწევრიანების შესახებ". - თქვა ბერბოკმა.

კომენტარები