რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნოვომოსკოვსკი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკოლა ლუკაშუკმა გაავრცელა.

"დაბომბვის შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 8 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება, 4 პირი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის". - ამბობს მიკოლა ლუკაშუკი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები