2022 წელს გარდაცვლილები

ფრანგული კინოს ლეგენდა, ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

Le Monde

91 წლის ასაკში ფრანგული ახალი ტალღის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, მსახიობი ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა. 2018 წელს ტრენტინიანს პროსტატის სიმსივნე აღმოაჩნდა, მსახიობმა მკურნალობაზე უარი თქვა.

ტრენტინიანის სამსახიობო კარიერა 1955 წელს დაიწყო. 60 წლის განმავლობაში მსახიობმა ითანამშრომლა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან როჟე ვადიმი, ბერნარდო ბერტოლუჩი, ერიკ რომერი, კლოდ შაბროლი, მიხაელ ჰანეკე და სხვები.

1968 წელს მიიღო ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო ფილმისთვის L'Homme qui ment. 1969 წელს კანის საერთასორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ფილმ Z-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.

კომენტარები