საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: სტატუსი ფინანსურ პრივილეგიას არ გვანიჭებს, თუმცა არმიღება მაინც გულდასაწყვეტია

გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეულწილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და, მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს, 300 000 დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა. 

კომენტარები