ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირში ტერორიზმში ბრალდებული 2 მებრძოლი მოკლეს

ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირში ბანკზე თავდასხმასა და თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული ორი მებრძოლი მოკლეს. 

"ინდოეთის ჯარისკაცებმა დილით შეიარაღებული ბრძოლის შედეგად ორი მებრძოლი მოკლეს, მათ შორის ერთ-ერთი, ჯან მუჰამედ ლონი, ჩართული იყო ბანკის მენეჯერის მკვლელობაში". – თქვა ქაშმირის პოლიციის უფროსმა. 

1980-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთი ქაშმირის რეგიონში ისლამისტ სეპარატისტებს ებრძვის. 

ივნისში, ქაშმირის რეგიონის ქალაქ კულგამში, ისლამისტმა მებრძოლებმა ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდასხმის შედეგად ბანკის მენეჯერი მოკლეს.

შეიარაღებულმა ჯგუფმა, სახელად "კაშმირის თავისუფლების მებრძოლები", თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

2022 წელს ქაშმირის რეგიონში ტარგეტირებულ თავდასხმებს 16-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები