საქართველო-ევროკავშირი

ღუდუშაური: თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

როდესაც ამ რეზოლუციას იღებდნენ ევროპაში, მის უკან მდგომი ძალიან დიდი ინსიტიტუცია, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჰქვია, აი იმ სასამართლოს პირდაპირ სილას ურტყამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ სააკაშვილი არის ვერტიკალის სათავეში მყოფი, რომლებმაც გაანადგურეს სიცოცხლე, ოჯახები, აწამეს და აუპატიურებდნენ ხალხს. დიახ, ეს არის მწარე სიმართლე და დიახ, ამას ვიტყვით. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ჩვენი მხრებით მოგვაქვს და ჩვენი სისხლით ვწერთ ისტორიას.

რატომ გვინდა ევროპა? რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნდება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სადაც არის სიმართლე და სამართლიანობა. მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანსა და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი სახეზე ააფარონ მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ის ევროპული ღირებულებები, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა იმ რეზოლუციაში სამარცხვინოდ ჩაწერილ სააკაშვილზე, რომ დიახ, ეს არის დანაშაულის ვერტიკალში მყოფი.

თქვა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები