რომ წარმოვიდგინოთ, მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, აი, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ომში ჩართვას, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. ამას ემატება, რომ ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს, ანუ უნდა შეგვწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა
tbl.ge/61fx
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




