საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: რეზოლუციის დამოკიდებულება, თითქოს ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია

ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ცდილობენ. არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში მოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა.

კომენტარები