საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 36.2%-ით გაიზარდა, იმპორტი – 37.3%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6 913.3 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 091.9 მლნ დოლარია (+36.2%), ხოლო იმპორტი - 4 821.4 მლნ დოლარი (+37.3%). მეტი). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 ივნისს გამოქვეყნდება.

კომენტარები