კრიმინალი

შსს: გორში ლიბრეს დაყაჩაღების გამო 2 ადამიანი დავაკავეთ, მათ მარკეტიდან 815 ლარი წაიღეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში სუპერმარკეტის დაყაჩაღების გამო ორი წარსულში ნასამართლევი პირი - 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ ლიბრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები