საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი რეზოლუციაზე: ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მათი როლი სიმბოლურია

მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არ აქვს. მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური. 

გასაგებია და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ შეურაცხმყოფელი არის ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის სამწუხარო. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე

კომენტარები