ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.6 თეთრით, ევროსთან 4.5 თეთრით გამყარდა – 10 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.65 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 4.5 თეთრით. 10 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9622 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1382 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.18 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 2.98 ლარია, 1 ევროსი - 3.14 ლარი. 

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით გაუფასურდა. 

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები