რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ პუტინს, შოიგუს, ლავროვსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

BBC

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებს პირადი სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირთა სიაში არიან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი და სხვები. სანქცირებულ პირთა სიაში ჯამში 35 რუსი მაღალჩინოსანია.

სანქციები პირველ რიგში ითვალისწინებს სამიზნე პირების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, მათთვის ვიზების გაუქმებას, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებას, უკრაინული ჯილდოების ჩამორთმევას, გაცემული ლიცენზიებისა და უფლებების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებასა და ქონების გადაადგილების აკრძალვას.

ამას გარდა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და მათი ხელმძღვანელებისთვის სანქციების დაწესებასაც. სანქცირებულთა სიაში მოხვდა 236 რუსული უმაღლესი სასწავლებელი.

კომენტარები