უკრაინა-პოლონეთი

ზელენსკი: მადლობას ვუხდი ანდჟეი დუდას, ყველა უკრაინელის მეგობარს

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მადლობას უხდის პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას, "ყველა უკრაინელის მეგობარს, რომელიც ახლა სპეციალურ მოგზაურობაში გაემგზავრა". უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო.

"მადლობელი ვარ პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდასი, ყველა უკრაინელის მეგობრის, იმისთვის, რომ მან ახლა დაიწყო სპეციალური მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას" - თქვა ზელენსკიმ.

ანდჟეი დუდასთან ერთად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვაც უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პოლონეთის პრეზიდენტი პორტუგალიაში უკვე იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრს, ანტონიო კოსტას შეხვდა. ანდჟეი დუდა ამის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, სადაც უკრაინის კანდიდატობაზე ქვეყნის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან არის დაგეგმილი შეხვედრა.

კომენტარები