საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ევროპულ გზას ემხრობა

ქართული ოცნების ლომის წილია იმაში და თუნდაც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს სწორედაც ევროპულ გზას უჭერს.

საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს გვიჭერს არჩევნებში, ის იგივეა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს გაერთიანებას და დაახლოებას. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დავარწმუნეთ, რომ ის არაევროპული სტანდარტი, რითიც სადისტური მმართველობა აწარმოა ნაცმოძრაობამ, ეს ის არ არის, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. და საზოგადოებამ დაგვიჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და მიღებულ რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან

კომენტარები