მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე, ჩემი მინისტრობის პერიოდში 4-ჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ჩამოშორდა, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ უკრაინას იარაღს ვერ ვაწვდით, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან ვაზღვევთ.
საქართველო-უკრაინა
ბურჭულაძე: უკრაინას იარაღს რომ ვერ ვაწვდით, ამით ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ვიცავთ
tbl.ge/61ao
დაკოპირდა

თქვა პარლამენტში გამოსვლის დროს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამავე თემაზე
- კასიანოვი ღარიბაშვილს: სტატუსი არ ყოფილა ავანსი, დღეს უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას
- მაჭარაშვილი: ბატონ არახამიას ეწყინა, ეტკინა ის სიმართლე, რომელიც პრემიერმა თქვა
- ვოლსკი: სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ზელენსკის გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული
- პაპუაშვილი: ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა
- ზურაბიშვილი: არ არსებობს II ფრონტის საფრთხე, არ არსებობენ ომის პარტიები საქართველოში