საქართველო-ევროკავშირი

ფოტიგა: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას

ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ამ შედეგისთვის წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა გაიღო. მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნიკა გვარამია, დღევანდელი დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი ჩვენ მოგვმართავენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრები, მიუხედავად მათი კრიტიკისა ახლანდელი მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას, რათა მიიღონ კანდიდატის სტატუსი და საკუთარი ქვეყნის ისტორიულ საფრთხეს, რათა საქართველო არ დარჩეს პოსტ-საბჭოთა ჭაობში, რათა არ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. შეხედეთ, რა ხდება უკრაიანში. მე ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ, რასაც  ყველა ქართველი გრძნობს - მე თქვენც მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას. 

ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.

კომენტარები