სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს. მითუმეტეს, ომბუდსმენს ალბათ ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. გვარამიასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ კანონი დაარღვია. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე ლიდერია.
tbl.ge/618a
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
ამავე თემაზე
- კობახიძე ჩხიკვაძეზე: ელჩისგან ბრალდების უარყოფა არ მოვისმინეთ, რაც დამაფიქრებელია
- დეგნანი ჩხიკვაძეზე: საქართველოსთან დიდი ხანია ვმეგობრობთ და ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით
- პაპუაშვილი გვარამიაზე: სააპელაციო იხილავს გადაწყვეტილებას, რა პოლიტმატიმრობაზეა საუბარი
- "შვებულებები გვაქვს” – სააპელაციომ გვარამიას მორიგი პროცესი 4 ოქტომბერს ჩანიშნა
- ჩხიკვაძე: მარტივი შეკითხვაა, არის თუ არა ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული? პასუხი ვერ მივიღე