ნიკა გვარამიას საქმე

ზარქუა ლომჯარიაზე: ბოდიში მოიხადოს და მიხედოს თავის საქმეს

ქალბატონ ლომჯარიას ვურჩევდი, ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს, აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიყავს საქმე, იქნებ ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდაოს. თუ არადა, აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი. პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს მისი თემა, შეეშვას. მე მახსოვს ქალბატონი ლომჯარია, როდესაც უკრაინის სახალხო დამცველი დარბოდა ჩვენთან ეზოებში და რადამ გაუშვა. რატომ გაუშვა? იმიტომ, რომ ცრუ ბრალდებები ვერ დაამტკიცა, ეს ქალი არის სამარცხვინო და გააგდო უკრაინის რადამ. ასეთ ადამაიანებზე დაყრდნობით მერე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს სახელმწიფოს რა სიტყვებით და რა ეპითეტებით ამკობდა ქალბატონი ლომჯარია. ბოდიში მოიხადოს და მიხედოს თავის საქმეს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ამიტომ, ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს, გამოიყენოს შეწყალების უფლება.

კომენტარები