საქართველოს პარლამენტი

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თურნავას სასარგებლოდ ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა, 9 კი მის წინააღმდეგ წავიდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.

კომენტარები