საქართველოს პარლამენტი

ქადაგიშვილი: თურმე სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, მას უნდა დავუწესოთ სანქციები

ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში. როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა. თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში  ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები. თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას  პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი "გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები.

[...] თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით, ვერც ერთი ქენით, ვერც მეორე. ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში, სწორედ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები