რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს – ფედოროვი

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის სიტყვებით, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში საგუშაგოები მიატოვეს და გაიქცნენ. კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს

"ოკუპანტებმა მელიტოპოლის რაიონის თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს. უკრაინელი გმირები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა დასახლებული პუნქტები რაშისტებისგან გაათავისუფლონ. რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში დაბლოკეს ინტერნეტი და კომუნიკაციის უკრაინული საშუალებები". - ამბობს ის. 

ამასთან, ფედოროვი ამბობს, რომ ქალაქის დეოკუპაცია უახლოეს თვეებში მოხდება, რადგან სახელმწიფოს პრიორიტეტი ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილების გათავისუფლებაა.   

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები